კალათბურთი

10:24 | 20.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ბერიშვილმა "ალ შამალს" ბოლო წამზე მოაგებინა (+VIDEO)

ყატარის ჩემპიონატში „ალ შამალი“ „ალ აჰლის“ დაუპირისპირდა და მიხეილ ბერიშვილის ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთის წყალობით დაამარცხა. მატჩის დასრულებამდე 1.1 წამით ადრე „ალ შამალი“ 84:85-ს მარცხდებოდა, როდესაც ბერიშვილმა ორქულიანი ზუსტად ისროლა და თავის გუნდს მოაგებინა.

ქართველმა ფორვარდმა 40 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 20 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ბერიშვილმა 4-დან 3 ორქულიანი, 10-დან 4 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ალ შამალი“ ყატარის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი ბოლოადგილოსან „ალ რაიანს“ 22 დეკემბერს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.075362