ფეხბურთი

17:50 | 18.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ხელმძღვანელობა ტუხელთან კონტრაქტის განახლებას არ აპირებს

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ ტომას ტუხელს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს. ESPN-ის ინფორმაციით, პარიზული გუნდის ხელმძღვანელობა გუნდის თამაშით და შედეგებით უკმაყოფილოა და ტუხელთან თანამშრომლობის განახლება არ იგეგმება.

გერმანელ სპეციალისტს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება, მის შემცვლელად კი ფრანგები მასიმილიანო ალეგრისა და მაურისიო პოჩეტინოს ვარიანტებს განიხილავენ.

პსჟ-ს ხელმძღვანელობას განსაკუთრებით არ მოსწონს ის ფაქტი, რომ გუნდის თამაში მხოლოდ ნეიმარსა და კილიან მბაპეზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ტომას ტუხელმა გასულ სეზონში „პარი სენ ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. მიმდინარე სეზონში კი პარიზული გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-ში მესამე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113089