ფეხბურთი

16:31 | 14.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე 1/16 ფინალში დაწყვილდნენ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინა მდებარეობს, ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონის 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, ევროპის რანგით მეორე ტურნირზე დარჩენილი 32 გუნდი დაწყვილდა და ისინი 2021 წლის თებერვალში პლეი-ოფის საწყის სტადიაზე გაარკვევენ ურთიერთობას.

1/16 ფინალში საინტერესო დაპირისპირებები შედგება.განსაკუთრებით, "სოსიედადი" - "მანჩესტერისა" და "ბენფიკა" - "არსენალის" მატჩებია გამოსარჩევი:

წილისყრის შედეგები ასეთია:

"ვოლფსბერგერი" (ავსტრია) - "ტოტენჰემი" (ინგლისი)

"დინამო" (უკრაინა) - "ბრიუგე" (ბელგია)

"სოსიედადი" (ესპანეთი) - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი)

"ბენფიკა" (პორტუგალია) - "არსენალი" (ინგლისი)

"ცრვენა ზვეზდა" (სერბეთი) - "მილანი" (იტალია)

"ანტვერპენი" (ბელგია) - "რეინჯერსი" (შოტლანდია)

"სლავია" (ჩეხეთი) - "ლესტერი" (ინგლისი)

"ზალცბურგი" (ავსტრია) - "ვილიარეალი" (ესპანეთი)

"ბრაგა" (პორტუგალია) - "რომა" (იტალია)

"კრასნოდარი" (რუსეთი) - "დინამო" (ხორვატია)

"იანგ ბოიზი" (შვეიცარია) - "ლევერკუზენი" (გერმანია)

"მიოლდე" (ნორვეგია) - "ჰოფენჰაიმი" (გერმანია)

"გრანადა" (ესპანეთი) - "ნაპოლი" (იტალია)

"მაკაბი" (ისრაელი) - "შახტარი" (უკრაინა)

"ლილი" (საფრანგეთი) - "აიაქსი" (ნიდერლანდები)

"ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი) - პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)

აქვე გეტყვით, რომ ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 18 თებერვალს, ხოლო საპასუხო ერთი კვირის შემდეგ, 25 თებერვალს გაიმართება.

0.113407