ფეხბურთი

15:21 | 14.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა - 1/8 ფინალისტები დაწყვილდნენ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინა მდებარეობს, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე დარჩენილი 16 გუნდი დაწყვილდა და ისინი 2021 წლის გვიან ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე პლეი-ოფის საწყის სტადიაზე გაარკვევენ ურთიერთობას.

მერვედფინალში წყვილები უფრო თანაბრად დაბალანსდა. ყველაზე დიდ ინტერესს "ბარსელონა" - "პარი სენ ჟერმენისა" და "ლაიფციგი" - "ლივერპულის" შეხვედრა იწვევს.

წილისყრის შედეგები ასეთია:

"გლადბახი" (გერმანია) - "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი)

"ლაციო" (იტალია) - "ბაიერნი" (გერმანია)

"ატლეტიკო" (ესპანეთი) - "ჩელსი" (ინგლისი)

"ლაიფციგი"(გერმანია) - "ლივერპული" (ინგლისი)

"პორტუ" (პორტუგალია) - "იუვენტუსი" (იტალია)

"ბარსელონა" (ესპანეთი) - "პარი სენ ჟერმენი" (საფრანგეთი)

"სევილია" (ესპანეთი) - "დორტმუნდი" (გერმანია)

"ატალანტა" (იტალია) - "რეალი" (ესპანეთი)

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 16-17 და 23-24 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 9-10 და 16-17 მარტს გაიმართება.

0.155515