კალათბურთი

15:25 | 9.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სეტონ ჰოლმა" დიდი სხვაობით მოიგო - მამუკელაშვილი გააძევეს (+VIDEO)

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“, რომელმაც „ვაგნერ სიჰოუქსს“ 33 ქულიანი სხვაობით 78:45 აჯობა.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველი კალათბურთელი გააძევეს.სანდრომ მე-2 ტაიმის საწყის წუთებში მეტოქე გუნდის კალათბურთელს წაეკინკლავა, რის შემდგომაც მსაჯებმა ორივე მათგანს პარკეტი დაატოვებინა.

გაძევების მიუხედავად ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 19 წუთი გაატარა, რადროშიც: 6 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მან 5-დან 3ორქულიანი ჩააგდო.

ამ გამარჯვებით „ სეტონ ჰოლს“ 3 მოგების საპირისპიროდ 3 მარცხი დაუგროვდა და მე-9 პოზიციაზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას უკვე 12დეკემბერს, „სენტ ჯონს რედ შტორმთან“ ჩაატარებს და სანდროს ამ მატჩის გამოტოვება არ ემუქრება.

0.114901