ფეხბურთი

23:40 | 8.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

Marca: "საქართველო დაბალი დონის და უხარისხო გუნდია"

ცნობილი ესპანური გამოცემა Marca ესპანეთის ნაკრების მეტოქეებზე წერს და საქართველოს ნაკრებზეც, რომელიც „ფურია როხას“ მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იქნება.

მადრიდული პუბლიკაცია საქართველოს ნაკრებს მოკლე მონაკვეთს უთმობს და წერს, რომ უხარისხო გუნდია, რომელსაც ელიტაში ბევრი ფეხბურთელი არ ჰყავს:

„საქართველო დაბალი დონეა. ქართველები სვანაძის ხელმძღვანელობით მებრძოლი გუნდია, მაგრამ უხარისხო, ელიტაში ცოტა ფეხბურთელი ჰყავთ, ძალიან შორს არიან კალაძისა და არველაძის თაობისგან. ერთა ლიგაზე მე-3 დივიზიონში დარჩა, არც აღზევებულა და არც დაქვეითებულა“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოს ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. შესარჩევი ეტაპი 2021 წლის მარტიდან ნოემბრამდე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114302