კალათბურთი

14:12 | 3.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

NBA-ს 48 კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

NBA-ს 546 კალათბურთელს კორონავირუსის ტესტირება ჩაუტარდა და 48 მათგანის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ინფიცირებული მოთამაშეები იზოლირებულნი იქნებიან მანამ, სანამ ვარჯიშის განახლების ნებართვას არ მიიღებენ.

დაავადებათ კონტროლის ცენტრის პროტოკოლის მიხედვით მათ მინიმუმ 10 დღე მოუწევთ იზოლაციაში ყოფნა და თუ ტესტის პასუხები უარყოფითი იქნება, ვარჯიშს განაახლებენ.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს ახალი სეზონი 22 დეკემბერს დაიწყება, ხოლო 16 მაისს რეგულარული სეზონი დასრულდება. პლეი-ოფები 22 მაისს დაიწყება, 7 ივნისი კონფერენციების ფინალების დასაწყისია, ხოლო 8-22 ივლისს NBA-ს ფინალის სერია გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118684