ჭადრაკი

13:24 | 2.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ის განცხადება ნონა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ნონა გაფრინდაშვილზე თავდასხმის და იერიშის მიტანის მცდელობას გამოეხმაურა და განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გტავაზობთ:

"ადამიანის ღირსება უმაღლესი მორალური ფასეულობაა. ჩვენი საამაყო და სასიქადულო ქალბატონის - ნონა გაფრინდაშვილის მიერ განვლილი სახელოვანი გზა ნათელი მაგალითია დიდი ადამიანური ღირსებისა და ქვეყნის უანგარო მსახურებისა.

ნონა გაფრინდაშვილი ქვეყნისთვის თავდადებული, წარმატებული და ზნეობრივად ამაღლებული ქართველი ქალის ცოცხალი სიმბოლოა.

ასეთად იცნობენ მას საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც.

ამიტომაც, ნონა გაფრინდაშვილზე თავდასხმის და იერიშის მიტანის ნებისმიერი მცდელობა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ეს, განწირულია მარცხისთვის", - წერია განცხადებაში.

0.115923