კალათბურთი

13:28 | 23.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლეიკერსმა" მარკ გასოლი დაიმატა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აქტიურობას აგრზელებს და ამჯერად მარკ გასოლის დამატება მოახერხა.

35 წლის ცენტრის სანაცვლოდ NBA-ს მოქმედ ჩემპიონს ავალ მაკგისთან დამშვიდობება მოუწია, რომელიც კარიერას „კლივლენდში“ გააგრძელებს. გასოლმა კი ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამერიკული მედიის ინფორმაციით ხელფასის სახით 2,56 მილიონ დოლარს გამოიმუსავებს.

ესპანელი კალათბურთელი ბოლოს „ტორონტო რეპტოსრში“ თამაშობდა, სადაც ბოლო 1 სეზონი გაატარა. „ლეიკერსი“ კი დუაიტ ჰოვარდს, დენი გრინს, ევერი ბრედლისა და ჯავალ მაკგის დაემშვიდობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1194