ფეხბურთი

14:17 | 20.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა: "მაკედონიასთან მატჩის შემდეგ ჩვენთვის ძალიან მძიმე დღეები დადგა"

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ბოლო მატჩების შესახებ ისაუბრა. ნაკრების კაპიტნის განცხადებით, ყველა ფეხბურთელს გააზრებული ჰქონდა ამ თამაშების მნიშვნელობა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგება დიდი დარტყმა გამოდგა თითოეული ფეხბურთელისთვის.

"ყველას გააზრებული ჰქონდა რამხელა მნიშვნელობის თამაში გვქონდა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები როგორც არასდროს, ისე ვემზადებოდით ჯერ ნახევარფინალისთვის და შემდეგ ფინალური თამაშისთვის, ჩვენი ყველა ფიქრი მხოლოდ ფინალის წარმატების დასრულებისკენ იყო მიმართული, ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის ვერ მოგების შემდეგ ჩვენთვის ძალიან მძიმე დღეები დადგა, 12 ნოემბრის შედეგმა ყველა მოთამაშეზე დიდი გავლენა მოახდინა, ჩვენ ყველაზე მეტად გვინდოდა ეს წარმატება და ხალხისთვის დიდი ემოციის მინიჭება. წაგება მძიმე მისაღები იყო გულშემატკივრისთვის, ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის ვიზიარებთ, მაგრამ შეურაცხმყოფელი შეფასებები ადამიანებისთვის ყოველთვის საზიანოა. მესმის იმ ადამიანებისაც ვინც საუბრობს რომ ნაკლებად ვკონტაქტობ საზოგადოებასთან და მედიასთან, ვიზიარებ ამ აზრს, მაგრამ მე დღეს არ შევცვლილვარ, ასეთი ვიყავი კაპიტნობამდეც და შემდეგაც, ვიდრე მოვიდოდით ამ თამაშამდე ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა, ყველანი ერთმანეთის გამამხნევებლები ვიყავით. ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება მოედანზე ყველაფრის გაღება და გუნდის წარმატებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა. მჯერა ეს მძიმე პერიოდი როგორც ჩვენთვის ისე გულშემატკივრებისთვის მალე ჩაივლის, რადგან ვთვლი, რომ ბევრად მეტი რესურსია ჩვენ ნაკრებში, ვიდრე ეს ბოლო თამაშების შედეგმა აჩვენა, განსაკუთრებული მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის", - დაწერა კანკავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ნოემბერში თბილისში,წარუმატებელი მატჩები ჩაატარა. ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო (0:1) წააგო და ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსი დაკარგა, შემდეგ კი ერთა ლიგაზე სომხეთს (1:2) და ესტონეთს (0:0) ვერ მოუგო და B დივიზიონის საგზურის გარეშე დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110903