სხვა

12:16 | 20.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა (+VIDEO)

კიუშუ ბაშოს დასრულებამდე 2 დღით ადრე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ქართველ სუმოისტს დადებითი ბალანსის გასანაღდებლად დარჩენილი ორი ორთაბრძოლიდან ერთის მოგება სჭირდება.

ტოჩინოშინი მე-13 საშეჯიბრო დღეს მესამე მაეგაშირა ოკინოუმს დაუპირისპირდა და მეტოქე იორიკირის ილეთით საკმაოდ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. ამ გამარჯვებით ტოჩის 35 წლის იაპონელთან ურთიერთშეხვედრებში მოგება წაგების ბალანსი 9:7-ზე გაუხდა.

ლევანის მომედევნო მეტოქე მე-12 მაეგაშირა კაისეი იქნება, რომელსაც აქამდე 20-ჯერ შეხვედრია და მისი დამარცხება 12-ჯერ მოახერხა, 8 შეხვედრაში კი თავად წააგო.

0.124558