ფეხბურთი

23:58 | 19.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფას რეიტინგი: ათეულში ერთი ცვლილებაა

უეფამ საკლუბო რეიტინგი განაახლა, რომელიც ბოლო ოთხი სეზონის შედეგების მიხედვითაა შედგენილი. პირველ პოზიციას ისევ მიუნხენის "ბაიერნი" იკავებს, რომელმაც ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ იგდო ხელთ ლიდერის პოზიცია და არ დაუკარგავს.

მიუნხენურ გიგანტს კვალში "ბარსელონა" და "რეალი" უდგანან. მოწინავე ათეულში ერთადერთი ცვლილებაა. ტურინის "იუვენტუსმა" და მადრიდის "ატლეტიკომ" ადგილები გაცვალეს, იტალიელებმა გაასწრეს ესპანელებს და ახლა მეოთხე პოზიციას ანდრეა პირლოს გუნდი იკავებს.

უეფას რეიტინგი, საუკეთესო ათეული:

1. „ბაიერნი“ – 117.000 ქულა

2. „ბარსელონა“ – 112.000 ქულა

3. „რეალი“ – 108.000 ქულა

4. „იუვენტუსი“ – 107.000 ქულა

5. „ატლეტიკო“ – 106.00 ქულა

6. „მანჩესტერ სიტი“ – 100.000 ქულა

7. „მანჩესტერ იუნაიტედი“ – 95.000 ქულა

8. პსჟ – 95.000 ქულა

9. სევილია – 88.000 ქულა

10. ლივერპული – 87.000 ქულა

თეგებიუეფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112418