სხვა

12:26 | 19.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ჰოკუტოფუჯისთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა (+VIDEO)

კიუშუ ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა ლევან გორგაძისთვის. ქართველიუ სუმოისტი მე-4 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის შეხვდა და რთულ დაპირისპირებაში იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ორთაბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა. ტოჩინოშინი მეტოქის მავაშში ხელის ჩავლებას ცდილობდა, თუმცა 28 წლის იაპონელი თავს კარგად იცავდა და საბოლოოდ ტოჩი დოჰიოს კუთხეში მიიმწყვდია, საიდანაც მისი გადაგდება აღარ გასჭირვებია.

ეს წყვილის მე-10 დაპირისპირება იყო და ურთიერთსეხვედრებში მოგება/წაგების ბალანსი გათანაბრდა. (5:5).

გორგაძეს 6 მოგების საპირისპიროდ ამდენივე მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად 3-დან 2 ბრძოლა უნდა მოიგოს. მისი მომდევნო მეტოქე კი მე-3 მაეგაშირა ოკინეუმი იქნება, რომელსაც აქამდე 15-ჯერ შეხვედრია და თავის სასარგებლოდ 8 მოგება და 7 მარცხი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11677