სხვა

15:50 | 17.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ სუმოს კარიერა დაასრულა

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია იაპონიის სუმოს ასოციაციის ერთ-ერთმა ცნობილმა გვერდმა გაავრცელა.

გაგამარუ ბოლოს ტრავმის გამო ვეღარ ასპარეზობდა და მე-5 დივიზიონ ჯონიდანში 46-ე ნომრად დაქვეითდა.

ჯუღელი სუმოს ელიტურ დივიზიონში 2006 წლიდან გამოდიოდა, ყველაზე მაღალ წოდებას კი 2012 წელს მიაღწია, როდესაც კომოსუბი გახდა.

ქართველ სუმოისტს 2006 წლიდან 2019 წლამდე ბრძოლა არ გამოუტოვებია, რაც უნიკალური შედეგია.

თეგებიგაგამარუ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112704