სხვა

12:21 | 17.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა (+VIDEO)

კიუშუ ბაშოზე მოპოვებული უპირატესობა ლევან გორგაძემ გაანიავა და მე-10 საშეჯიბრო დღეს მისი მოგება/წაგების ბალანსი გათანაბრდა.

ქართველი სუმოისტი მე-13 მაეგაშირა იჩინოჯოს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ეს აღნიშნული წყვილის 23-ე დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც 16 ტოჩინოშინის გამარჯვებით, 7 კი მარცხით დასრულდა.

ლევანს წლის ბოლო სუპერტურნირზე 5 მოგების საწინააღმდეგოდ 5 მარცხი აქვს და კაჩი კოშის დასაფიქსირებლად მინიმუმ 3 მოგება მართებს. მისი მომდევნო მეტოქე კი პირველი მაეგაშირა კარიბაიამა იქნება, რომელსაც აქამდე 2-ჯერ შეხვედრია და 1-ჯერ მოიგო - 1-ჯერ კი წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114738