ფეხბურთი

22:15 | 16.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიგერიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მეორედ გაიტაცეს

ნიგერიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კრისტიან ობოდო გაიტაცეს. 36 წლის ფეხბურთელი სამშობლოში გაიტაცეს და როგორც თავად განაცხადა, 4 საათი მანქანის საბარგულში სიცხეში გაატარა.

ობოდო უკვე მეორედ გაიტაცეს თავდამსხელებმა, პირველად 8 წლის წინ, როდესაც ეკლესიაში მიმართებოდა და მის სანაცვლოდ 150 000 ევრო მოითხოვეს. კრისტიანი ორივე ინციდენტს უვნებლად გადაურჩა.

მან 2004-2008 წლებში ნიგერიის ნაკრებში 21-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში „პერუჯას“, „ფიორენტინას“, „უდინეზეს“, „ტორინოს“, „ლეჩეს“ ღირსებას იცავდა, ამასთან ბელარუსის, პორტუგალიისა და კვიპროსის გუნდებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113746