სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

17:04 | 16.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვაისმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ესტონეთთან გუნდს დროებითი მწვრთნელი უხელმძღვანელებს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვლადიმირ ვაისმა ოფიციალურად დატოვა. ფეხბურთის ფედერაციამ და სლოვაკმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს და ვაისისთვის საქართველოში ბოლო მატჩი სომხეთის ნაკრებთან გამართული დაპირისპირება გამოდგა (1:2).

ვაისთან ერთად ეროვნული ნაკრები მისი შტაბის წევრებმა ბორის კიტკამ, ჯოზეფ კონტირმა და რომან შვანტნერმა დატოვეს. ესტონეთთან ერთა ლიგისა და წლის ბოლო მატჩში ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. 39 წლის სპეციალისტი დროებითი მწვრთნელის ფუნქციას შეასრულებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ვაისს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის. მისი განცხადებით, ახალი მთავარი მწვრთნელის საკითხზე ფედერაციას მუშაობა უკვე დაყწებული აქვს:

"გუშინდელი მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და ერთობლივად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ესტონეთის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვლადიმირ ვაისი აღარ უხელმძღვანელებს.

მინდა, მას მადლობა გადავუხადო ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში იასპარეზა. მადლობას ვუხდით მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის. რაც შეეხება 18 ნოემბრის შეხვედრას, კონკრეტულად ამ მატჩში ჩვენს გუნდს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია. იგი ასაკობრივ ნაკრებში საკმაოდ წარმატებულად მუშაობს.

მოგეხსენებათ, რომ მარტში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ახალი ციკლი დაიწყება და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მთავარი მწვრთნელის საკითხის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ მარტის თამაშისთვის საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი წარმატებას მოუტანს", - განაცხადა იაშვილმა.

შეგახსენებთ, ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016 წლის გაზაფხულიდან წვრთნიდა. მან ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი ერთა ლიგის D დივიზიონიდან C დივიზიონში გადაიყვანა და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში გაიყვანა, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი განიცადა (0:1). ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებს 4.5 წელიწადში 47 მატჩში უხელმძღვანელა, 16 მოიგო, 15-ჯერ ფრეს დასჯერდა და 16-ჯერ წააგო.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112517
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X