ფეხბურთი

14:57 | 16.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი შესაძლოა პსჟ-ში გადავიდეს

„პარი სენ ჟერმენს“ სერხიო რამოსის შეძენა სურს მადრიდის „რეალის“ კაპირანმა სერხიო რამოსმა შესაძლოა კარიერა „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელოს.

ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. AS-ის ცნობით პარიზული გუნდი ესპანელს სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს და მის გადაბირებას ეცდება. ასევე ცნობილია, რომ პსჟ-ს ხელმძღვანელები 34 წლის მცველს ხელფასის სახით წელიწადში 20 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

სერხიო რამოსმა მიმდინარე სეზონში „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში 10 თამაში ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა. მისი კონტრაქტი კი ძალაში 2021 წლის ზაფხულამდეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101078