სხვა

12:30 | 14.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა (+VIDEO)

კიუშუ ბაშოს მე-7 საშეჯიბრო დღეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი მე-7 მაეგაშირა ენდოს გაეჯიბრა და მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინმა წლის ბოლო სუპერტურნირზე ზედიზედ ორი ბრძოლა პირველად მოიგო.

უშუალოდ დღევანდელ დაპირისპირებაში კი ჩვენებური კარგად გამოიყურებოდა და ენდოსთან მთელი ორთაბრძოლის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა. საბოლოოდ კი მისი დოჰიოდან გადაგდება მოახერხა. რაც შეეხება ენდოსთან ურთიერთშეხვედრებს, ლევანს უკვე 8 მოგების საპირისპიროდ 6 მარცხი აქვს. ეს გორგაძისთვის მიმდინარე ბაშოზე მე-4 გამარჯვებაა და იმისთვის რომ დადებითი ბალანსი მოიპოვოს, დარჩენილი 8 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 4 უნდა მოიგოს.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მისთვის ძალიან პრინციპულია. რადგან მე-10 მაეგაშირა მაისეის ხვდება, რომელსაც აქამდე 3-ჯერ შეებრძოლა და ყველა მათგანი წააგო, ხვალ კი ცუდი სერიის შემცირების კარგი შანსი ექნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118421