სხვა

13:59 | 11.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი თანაბარ ბალანსზე გავიდა (+VIDEO)

კიუშუ ბაშოს მე-4 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე თანაბარ ბბალანსზე გავიდა. ტოჩინოშინი მე-8 მაეგაშირა ტერუცუოშის დაუპირისპირდა და მეტოქეს იორიკირის ილეთით აჯობა.

შერკინების დაწყებისთანავე ტოჩი 25 წლის მეტოქის დამარცხებას მაცდური ილეთით ცდილობდა, თუმცა იაპონელმა წონასწორობა შეინარჩუნა. ამის მიუხედავად ქართველმა მავასში ხელის ცავლება მოახერხა და ის დოჰიოს მიღმა გადაიყვანა.

ეს აღნიშნული წყვილის მე-3 დაპირისპირება იყო და ლევანმა ურთიერთშეხვედრებში მოგება/წაგების ბალანსი მინიმუმამდე შეამცირა.

ამრიგად, ტოჩინოშინს 2 მოგების საწინააღმდეგოდ 2 მარცხი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე კი მე-9 მაეგაშირა ტოკუშორიუ იქნება, რომელსაც აქამდე 6-ჯერ შეხვედრია და მისი დამარცხება 4-ჯერ მოახერხა, 2 შეხვედრაში კი ტავად დამარცხდა.

0.142215