ფეხბურთი

20:06 | 10.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვი: "ბოატენგის, ჰუმელსის და მიულერის გამოძახებას არ ვაპირებ"

გერმანიის ნაკრებში იოაჰიმ ლიოვინ ჟერომ ბოატენგის, თომას მიულერისა და მატს ჰუმელსისს დაბრუნებას არ გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ სამივე ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

„ამ მომენტში ჰუმელსს, მიულერსა და ბოატენგს არ ვენდობი. ევროპის ჩემპიონატამდე თუ სიტუაცია შეიცვლება, შეიძლება ჩემს გადაწყვეტილებას გადავხედო, მაგრამ ახლა ამის საჭიროებას ვერ ვხედაბ.

მიყვარს ახალგაზრდებთან მუშაობა, ისინი თავიანთი საქმის ერთგულები არიან და გუნდში საჭირო ენერგია მოაქვთ. დიახ, ადაპტაციასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები არსებობს, მაგრამ ისინი სწრაფად სწავლობენ და დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება“, - თქვა ლიოვმა.

შეგახსენებთ, რომ იოაჰიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრების კარი თომას მიულერს, ჟერომ ბოატენგსა და მატს ჰუმელსს ორი წლის წინ დაუხურა.

0.108937