სხვა

12:57 | 9.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე ზედიზედ მეორე ორთაბრძოლა წააგო (+VIDEO)

კიუშუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს კვლავ მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა, რომელსაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია და იორიკირის ილეთით წააგო.

ეს აღნიშნული წყვილის 21-ე დაპირისპირება იყო და 33 წლის მეტოქემ ქართველთან მოგება/წაგების ბალანსი 12:9-ზე შეამცირა.

ტოჩის წლის ბოლო სუპერტურნირზე 2 წაგება დაუგროვდა და ძალიან ცუდ ფორმაშია. მისი მომდევნო მეტოქე კი მე-5 მაეგაშირა კოტოშოჰო იქნება, რომელსაც აქამდე ერთხელ შეხვედრია და მისი დამარცხება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12127