ფეხბურთი

16:46 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე "ლანჩხუთის" მეტოქე გაირკვა

ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 2019 წლის ჩემპიონის „ლანჩხუთის“ მეტოქე გაირკვა.

გურულები რუმინუმ „ოლიმპია კლუჟს“ დაუპირისპირდებიან. ერთმატჩიან დუელში „ლანჩხუთი“ სტუმრად ითამაშებს და შეხვედრა 18 ან 19 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთმა“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ყაზახური ოკჟეტპესი დამატებით დროში ხატია ჭყონიას დუბლით დაამარცხა და პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელმაც ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ეტაპი გადალახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11337