ჩოგბურთი

16:06 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი სოფიის მასტერზე იასპარეზებს

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გასამართ მასტერსზე, რომელიც 8 ნოემბრიდან 14 ნოემბეის ჩათვლით არის დაგეგმილი, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც იასპარეზებს. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ძირითად ბადეშია დაშვებული.

ის სავარაუდოდ, განთესილთა შორისაც იქნება, რადგან სოფიას ღია პირველობაზე მონაწილეობაზე ბევრმა გამოცდილმა ჩოგბურთელმა თქვა უარი. ბასილაშვილი სოფიაში შარშანაც იყო ჩასული, თუმცა ტურნირს მალევე გამოეთიშა. 28 წლის სპორტსმენი დანიელ ბრანდსთან სამ სეტში 6:7 (7:9), 5:7 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდგომ 10 მატჩი ჩაატარა და ყველა შემთხვევაში ისე დამარცხდა, რომ სეტიც არ მოუგია. ამ წარუმატებელი ასპარეზობის შემდგომ კი მსოფლიო რეიტინგში 39-ე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. სოფიის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 586 140 ევროს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111641