ფეხბურთი

21:47 | 5.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ალაბა შესაძლოა "იუვენტუსში" გადავიდეს

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა დავიდ ალაბამ შესაძლოა კარიერა „იუვენტუსში“ გააგრძელოს. ავსტრიელი მცველი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და მხარეები ამ დრომდე შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ.

მიუნხენელთა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ისიც თქვა, რომ აღარ აპირებენ ალაბასთან მოლაპარაკებების წარმოებას და ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ ის გუნდს უფასოდ დატოვებს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ამ სიტუაციით სარგებლობას „იუვენტუსი“ აპირებს, რომელიც დაინტერესეულია ავსტრიელი ფეხბურთელის სამსახურით.

ალაბა „ბაიერნის“ მთავარ გუნდში 2009 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში კი მან 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11152