ფეხბურთი

14:29 | 4.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის სტადიონი გამოირიცხა - საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებს კვლავ თბილისში ჩაატარებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებს „დინამო არენაზე“ გამართავს. აღნიშნული ინფორმაცია UEFA-ს ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან კონსულტაციის შედეგად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებებს „ჯვაროსნები“ კვლავ თბილისში უმასპინძლებენ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ორ მატჩს ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ბათუმის ახალ არენაზე ჩაატარებდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის სტადიონზე ტესტ მატჩის ჩატარება ვერ მოესწრო, ეს ვარიანტი საბოლოოდ გამოირიცხა.

საქართველოს ნაკრები სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ მატჩებს შესაბამისად 15 და 18 ნოემბერს ჩაატარებს. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი „დინამო არენა“ გაცილებით მნიშვნელოვანი დაპირისპირების მასპინძელია, როდესაც 12 ნოემბერს ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110635