ფეხბურთი

0:48 | 31.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუმ კორონავირუსი დაამარცხა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ კორონავირუსი დაამარცხა. პორტუგალიელმა შემტევმა ვირუსისგან განკურნებას 18 დღე მოანდომა და ხვალიდან გუნდს შეუერთდება.

რონალდუ იზოლაციაში 13 ოქტომბერს გადავიდა და ამის გამო „იუვენტუსს“ მნიშვნელოვან მატჩებში ვერ დაეხმარა. მათ შორის, გაუცდა ლიონელ მესისთან ბევრისთვის ნანატრი დაპირისპირება.

კრიშტიანუ რონალდუს მიმდინარე სეზონში ორ მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. მას „სპეციასთან“ 1 ნოემბერს დაგეგმილ შეხვედრაში თამაში შეუძლია.

0.147913