ფეხბურთი

12:54 | 30.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელმა ფეხბურთელმა ევროპა ლიგის ისტორიაში გოლი ყველაზე დიდი მანძილიდან გაიტანა (+VIDEO)

ევროპა ლიგის მეორე ტურში ტურნირის ისტორიაში ყველაზე გოლი გრძელი დისტაციიდან გავიდა. როგორც Opta იტყობინება, ნიქოზიის „ომონიას“ ფეხბურთელმა ხორდი გომესმა პსვ ეინდჰოვენს 56 მეტრიდან გაუტანა.

ასეთი მანძილიდან კი ევროპა ლიგაზე გოლი არავის გაუტანია. 35 წლის ესპანელმა წარმოუდგენელი გოლით ანგარიში გახსნა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მაინც ნიდერლანდელებს დარჩათ (2:1).

აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი ერთი კვირის წინ დამყარდა, როდესაც „რეინჯერსის“ ფეხბურთელმა კემარ რუფომ „სტანდარდს“ 50 მეტრიდან გაუტანა.

0.137786