კალათბურთი

15:55 | 27.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის პასი დეკადის საუკეთესოდ დასახელდა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელის გიორგი ცინცაძის პასი, რომელიც მან ევრობასკეტ 2015-ის მერვედფინალში ლიეტუვასთან შეხვედრაში გააკეთა, ფიბას გამოკითხვაში მამაკაცთა შორის დეკადის საუკეთესო ასისტად დასახელდა.

გიორგის მეტოქე ფინალში არგენტინის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ერთ-ერთი ლიდერი ფაკუნდო კამპაცო იყო. გამოკითხვის შედეგად ქართველმა კალათბურთელმა 58% დააგროვა და არგენტინელი საკმაოდ სოლიდური უპირატესობით დაამარცხა.

სუპერფინალში ცინცაძის მოწინააღმდეგე ამჯერად ქალთა შორის გამარჯვებული არგენტინელი ანდრეა ბოკეტე იქნება და ხმის მიცემა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.

0.112677