ფეხბურთი

19:22 | 22.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარჩელო ლიპიმ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნული ინფორმაცია იტალიურ სპორტულ რადიოსთან ინტერვიუს დროს გააჟღერა.

ლიპის თქმით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა მომავალში სხვა პოსტზე მუშაობას არ გამორიცხავს.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ სამწვრთნელო კარიერა დავასრულო, საკმარისია. გაზაფხულამდე არაფერს ვგეგმავ, თუმცა სხვა პოზიციაზე მუშაობას არ გამოვრიცხავ. ყველაფერს დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა 72 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ლიპის როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე აქვს ნამუშევარი და მან იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ასევე სხვა ტიტულებთან ერთად „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგა, „გუანჯოუს“ კი აზიის ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ამ მხრივ კი ერთადერთია, რომელმაც ეს როგორც ევროპაში, ასევე აზიაში მოახერხა.

0.122437