ფეხბურთი

15:22 | 22.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ელგუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთში მორიგი გოლი გაიტანა (+VIDEO)

ყაზახეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში ელგუჯა ლობჯანიძემ მორიგი გოლის გატანა მოახერხა. ქართველი ფეხბურთელის „კაისარი“ შინ „შახტიორ ყარაგანდს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ლობჯანიძემ საჯარიმოში თანაგუნდელის კარგი გადაცემით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილას გატანა არ გასჭირვებია. 28 წლის შემტევმა გოლი მატჩის 55-ე წუთზე მიითვალა და როგორც გაირკვა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„კაისარს“ ყაზახეთის ჩემპიონატში 20 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზე იმყოფება, რაც შეეხება ელგუჯას, მან ჩატარებულ 12 შეხვედრაში თავი 8-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123362