კალათბურთი

14:47 | 22.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბურსაში მოგებულ ევროსათასო მატჩში ბურჯანაძემ 5 ქულა მიითვალა

ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ” ულებ-ის ევროთასზე მორიგი მატჩი მოიგო. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ჯგუფის მე-3 მატჩი თურქეთში, “ბურსასფორთან” ჩაატარა და მეტოქე 18 ქულიანი სხვაობით 94:76 დაამარცხა.

ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 13:06 წუთი გაატარა. ბექამ თამაშიდან განხორციელებული 3 სროლიდან 2 ჩააგდო. მის ანგარიშზე თითო ორქულიანი და სამიანი იყო, 1 შორი სროლა კი ააცილა. საბოლოოდ ბურჯანაძის ანგარიშზე 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. ბექამ ბურთი ერთხელ დაკარგა და ერთი ჯარიმა მიიღო.

„გრან კანარიას“ 2 მოგების საპირისპიროდ 1 მარცხი აქვს და ი 6-გუნდიანი ჯგუფის მეორე საფეხურზეა. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს ჯგუფის დაუმარცხებელ ლიდერ, იტალიურ “დოლომატი ტრენტოს” წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118166