ფეხბურთი

17:05 | 21.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

პეტერ ჩეხი დაბრუნდა: "ჩელსიმ" ის პრემიერლიგის განაცხადში შეიყვანა

ლეგენდარული პეტერ ჩეხი მოედანზე შესაძლოა ისევ ვიხილოთ. „ჩელსიმ“ ვეტერანი ჩეხი პრემიერლიგის 25-კაციან განაცხადში შეიყვანა, როგორც მეოთხე მეკარე.

მენდის, კეპასა და კაბალიეროს შემდეგ „ჩელსის“ ჩეხის იმედი ექნება. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის სიტუაციას უკავშირდება და თუ „არისტოკრატებს“ გამოუვალი მდგომარეობა შეექმნებათ მეკარის პოზიციაზე, ჩეხი სათამაშოდ მზადაა.

„პეტერს ვარჯიში უყვარს, მე არასდროს ველოდი, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ მისი ფორმის გათვალისწინებით, თუ დაგვიჭრდება, ჩეხზე უკეთეს გამოსავალს ვერ ვიპოვიდით. ის შესანიშნავ ფორმაშია და თამაშის გაგრძელება შეეძლო, როდესაც კარიერის დასრულება გადაწყვიტა. არ ველი, რომ ის ითამაშებს, მაგრამ ისიც ნათელია, რომ არავინ ელოდა იმას, რაც კორონავირუსის გამო ბოლო თვეებში ხდება“, - თქვა ლამპარდმა.

შეგახსენებთ, რომ პეტერ ჩეხმა კარიერა 2019 წელს ლონდონის „არსენალში“ დაასრულა და შემდეგ „ჩელსიში“ ერთ-ერთ თანამდებობაზე დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115695