ფეხბურთი

14:12 | 18.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძე: "შახტართან" თამაში საწყის 20 წუთში წავაგეთ"

უკრაინის პრემიერლიგის მეხუთე ტურში გია ცეცაძის გაწვრთნილი „ლვოვი“ დონეცკის „შახტარს“ ესტუმრა და 1:5 განადგურდა. მასპინძელთა შორის დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მატჩის შემდეგ ცეცაძემ კომენტარი გააკეთა.

„სინამდვილეში თამაში პირველ 20 წუთში წავაგეთ. ვერ მოვახერხეთ სათანადო დემონსტრირება შეტევაში და გოლების გატანა. შედეგიც ტაბლოზეა. ჩვენი თამაშის სტრატეგია ასეთია, რომ ყველა მეტოქესთან მაღალი პრესინგი გამოვიყენოთ. პირველ ტაიმში უბრალოდ ბავშვური შეცდომები დავუშვით. რა თქმა უნდა, ეს იმიტომაც მოხდა, რომ „შახტარს“ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს.

რეალურად, ფაქტორთა ერთობლიობის გამო საწყის 20 წუთში 4 გოლი გავუშვით. ვფიქრობ, რომ დაცვაში რომ ჩავმჯდარიყავით, მოვლენების განვითარება დიდად არ შეიცვლებოდა“, - თქვა ცეცაძემ.

„ლვოვმა“ სეზონი ცუდად დაიწყო და 5 ტურის შემდეგ ერთადერთი ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112491