ფეხბურთი

17:45 | 9.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი: "ბარსელონაში" ბოლო რამდენიმე დღე ვტიროდი"

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ „ბარსელონაში“ გატარებულ ბოლო დღეებში ტიროდა და ამის მიზეზი კლუბის მისდამი დამოკიდებულება იყო.

„რთული დღეები იყო, სანამ „ატლეტიკოში“ დებიუტი მექნებოდა. რამდენიმე დღე ვტიროდი იმის გამო, რაც განვიცადე. არ მომწონს ის მესიჯები, რომელსაც კლუბიდან მიგზავნიდნენ და მთხოვდნენ მეპოვა გამოსავალი გუნდის დასატოვებლად. არ მომწონდა ფორმის გამო და არა იმიტომ, რომ გუნდს აღარ ვჭირდებოდი, ვიცი, რომ ეტაპი ყოველთვის სრულდება. მაგრამ, როდესაც ვარჯიშზე მიდიხარ და 11-11-ზე მატჩის დაწყებამდე გეუბებიან, რომ შენ არ ითამაშებ და გვერდზე უნდა დაგე, ეს კარგი არ არის.

„ბარსელონაში“ გატარებული 6 წლის შემდეგ სხვა გზებიც არსებობდა იმის სათქმელად, რომ გუნდი უნდა დამეტოვებინა. კომუნიკაციის ფორმები, რომელიც მათ აირჩიეს, არასწორი იყო და ამ მიზეზით მესიც გაღიზიანდა. მან იცის რა განვიცადეთ იმ მომენტში და მისი საჯარო მხარდაჭერა არ გამკვირვებია“, - განაცხადა სუარესმა.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესმა „ატლეტოკსთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და „როხიბლანკოში“ ჩატარებულ 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა. „ბარსელონაში“ კი ურუგვაელმა 2014-2020 წლებში 283 თამაშში მეტოქეები 198-ჯერ დაამწუხრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108361