ფეხბურთი

18:50 | 7.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია: "სიკვდილ-სიცოცხლის თამაშია"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო გვილიამ ევრო 2020-ის პლეი-ოფის მატჩის წინ, რომელსაც "ჯვაროსნები" ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

გვილიას თქმით ხვალ უმნიშვნელოვანესი მატჩია და გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ გულშემატკივრები გაახარონ.

„გუნდში საბრძოლო განწყობაა, ყველა ჩვენგანისთვის კარიერის მთავარი თამაშია და მთელი ქვეყნისთისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია. შეიძლება ვთქვათ, რომ სიკვდილ-სიცოცხლის თამაშია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ. სამწუხაროა, რომ ქომაგები ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ვერ დაესწრებიან ამ თამაშს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის.

ყოველი საფეხბურთო მატჩი ერთგვარი ფსიქოლოგიური ბრძოლაა და ვინც უფრო მეტად იქნება მზად, ის გაიმარჯვებს. ჩვენ ძალიან დიდი ხანი ველოდით ამ თამაშს და ყველა ერთმანეთის გვერდში ვდგავართ და მზად ვართ ამ მატჩისთვის და ფინალში გასასვლელად.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის მატჩი 8 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და შეხვედრა მაყურებლების გარეშე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111646