ფეხბურთი

22:53 | 6.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კავანი: "კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალწვეულმა ედინსონ კავანიმ ურუგვაულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას აპირებდა და ამაზე სერიოზულად ფიქრობდა.

„ცხადია, ფეხბურთიდან წასვლის იდეაზეც ვფიქრობდი. მქონდა ეს ვარიანტი და შესაძლებლობა - დამესრულებინა კარიერა და დავრჩენილიყავი სოფელში, ჩემი ცხოვრება სოფლისთვის მიმეძღვნა. ესპანეთში შვებულების დროს კორონავირუსიც მქონდა, პირველი ტესტი უარყოფითი იყო, მაგრამ მეორე ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა“, - თქვა კავანიმ.

შეგახსენებთ, რომ კავანიმ „მანჩესტერთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და „ოლდ ტრაფორდზე“ 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114382