ფეხბურთი

23:59 | 2.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

12 გოლი 6 მატჩში: ჟორჟ მიქაუტაძემ ისევ ჰეთ-თრიქი შეასრულა! (+VIDEO)

ბელგიური „სერენის“ ფორვარდი ჟორჟ მიქაუტაძე გოლების წარმოუდგენელ სერიას აგრძელებს და ზედიზედ მეორე ჰეთ-თრიქი შეასრულა! საფრანგეთის მოქალაქე 19 წლის ფეხბურთელმა ამჯერად „ბრიუგეს“ 23-წლამდე გუნდი სამჯერ დაამწუხრა.

„სერენმა“ პროქსიმუს ლიგის მეექვსე ტურში მეტოქე დაჩაგრა და 6:1 გაანადგურა. ჟორჟმა შეუცვლელად ითამაშა, გოლები კი 38-ე, 48-ე და 52-ე წუთზე გაიტანა.

6 თამაში და 12 გოლი - ასეთია მიქაუტაძის შედეგი და ცხადია, ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს. ქართული წარმომავლობის შემტევმა განვლილ 6 მატჩში ორჯერ ჰეთ-თრიქის და ერთხელ პოკერის შესრულება მოახერხა. „სერენი“ სატურნირო ცხრილში 12 ქულით ლიდერია.

0.12664