ფეხბურთი

18:26 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარმა ისევ ტრავმა მიიღო

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ისევ დაშავდა. როგორც „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი იტყობინება, ბელგიელმა ვარჯიშზე მარჯვენა ფეხის კუნთი დაიზიანა და მოედანზე 20-25 დღე ვერ გავა.

აზარს რამდენიმე მატჩის, მათ შორის, სანაკრებო შეხვედრების გამოტოვება მოუწევს. გარდა ამისა, შესაძლოა, ედენმა ვერც „ელ კლასიკოში“ ითამაშოს, რომელიც 25 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

საინტერესოა, რომ აზარს ტრავმა ჰქონდა და ვარჯიში ახლახან განაახლა. ზინედინ ზიდანი კი ამბობდა, რომ ბელგიელი კარგად ვარჯიშობდა და დაბრუნებასთან ახლოს იყო...

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ ედენ აზარი 2019 წლის ზაფხულში ლონდონის „ჩელსიდან“ შეიძინა, მაგრამ გასულ სეზონში მხოლოდ 22 თამაში ჩაატარა და ერთადერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115433