სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

16:50 | 29.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვილია: "ვმუშაობ იმისთვის, რომ ის ვაკო გვილია ვიყო, როგორიც გულშემატკივარს უნდა"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ვარშავის „ლეგიას“ ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო გვილიამ პოლონური გუნდის ვებგვერდს ინერვიუ მისცა, რომელშიც ახალ მთავარ მწვრთნელ შჩესლავ მიხნიევიჩზე, აზერბაიჯანულ „ყარაბაღთან“ მატჩზე და თავის სათამაშო ფორმაზე ისაუბრა.

ვაკო „ლეგიას“ ლიდერი იყო, მაგრამ ბოლო დროს ძირითადში ვეღარ ხვდება და უკანასკნელი სამი მატჩი მხოლოდ შეცვლაზე ჩაატარა. საერთოდ, მიმდინარე სეზონში მოედანზე 6-ჯერ გავიდა და გოლი არ გაუტანია. ამიტომაც, 26 წლის ფეხბურთელი ცდილობს ძველებურად კარგად ათამაშდეს და ფორმაში შევიდეს.

„ერთად ჯერ ძალიან მოკლე პერიოდი ვიმუშავეთ, მაგრამ მიხნიევიჩის მუშაობას დადებითად ვაფასებ. მან გუნდში ფეხბურთის თამაშის ახალი სტილი მოიტანა და ვცდილობთ სწრაფად შევეწყოთ, რადგან ბევრი დრო არ გვაქვს. წინ „ყარაბაღთან“ მატჩი გველოდება, რომელიც უნდა მოვიგოთ და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდეთ. შემდეგ მეტი დრო გვექნება ახალ სტილზე მუშაობისთვის. თითოეულ მწვრთნელს განსხვავებული ხედვა აქვს და ასეა მიხნიევიჩის შემთხვევავში. ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად ავითვისოთ ეს ყველაფერი.

„სლასკთან“ გადადებული თამაშის წყალობით სრულად მოვახერხეთ ყურადღება ევროპა ლიგის მატჩზე გაგვემახვილებინა. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა სწორედ ეს თამაშია. პირადად მე თავს უკეთ ვგრძნობ, სეზონის დასაწყისში მცირე ტრავმა მქონდა და ადვილი არ იყო. ყოველდღე ფორმაში შევდივარ და ვმუშაობ იმისთვის, რომ ისევ ის ვაკო გვილია ვიყო, რომლის ნახვა გულშემატკივარს სურს.

„ყარაბაღთან“ მატჩი მთავარია, ეს ვიცით და მშვენივრად გვესმის პასუხისმგებლობა. თითოეულმა ჩვენგანმა ერთმანეთისთვის, კლუბისთვის უნდა იბრძოლოს და იმუშაოს. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება“, - თქვა გვილიამ.

„ლეგიასა“ და „ყარაბაღის“ მატჩი 1 ოქტომბერს ვარშავაში გაიმართება. პოლონურმა გუნდმა ექსტრაკლასაში სეზონი ცუდად დაიწყო და 4 ტურში მხოლოდ 6 ქულა მოიპოვა, რის შედეგადაც მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. რაც შეეხება გვილიას, გასულ სეზონში მან „ლეგიას“ მაისურით ჩატარებულ 47 მატჩში 11 გოლი გაიტანა (8 პოლონეთის ჩემპიონატში, 2 თასზე, 1 ევროპა ლიგაზე).

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.144696
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X