ფეხბურთი

16:50 | 28.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" პორტუგალიელი მცველი დაიმატა

ლისაბონის „ბენფიკას“ ცენტრალური მცველი რუბენ დიაში ოფიციალურად „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი გახდა. 23 წლის პორტუგალიელის სანაცვლოდ ქალაქელებმა 55 მილიონი ევრო გადაიხადეს და ასევე გარიგებაში მონაწილეობა ნიკოლას ოტამენდიმ მიიღო, რომელიც კარიერას პორტუგალიურ კლუბში გააგრძელებს.

2019-2020 სეზონში რუბენ დიაშმა „ბენფიკის“ მაისურით 49 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება არგენტინელ ნიკოლას ოტამენდის, წინა სეზონში მან მონაწილეობა 39 თამაშში მიიღო და 3 გოლის გატანა მოახერხა.

0.119836