ბლოგი

13:12 | 27.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ძველი ქართული თამაშობები

თითოეულ ჩვენგანი ოდესღაც ბავშვი იყო და იცის რამხელა მნიშვნელობა აქვს თამაშს ცხოვრებაში. ბავშობის წლები ბედნიერად გვამახსოვრდება, მაგრამ რაღაც-რაღაც თამაშები გვავიწყდება. მათ უკან ვიტოვებთ და ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ვივიწყებთ იმას, რამაც ადამიანად გვაქცია. მრავალი ქართული დავიწყებული თამაში არსებობს, რომელიც დღეს ბევრს აღარ ახსოვს.

ერთ-ერთი ასთი თამაშია ტაფა-რიკაობა. მრგვალ წრეში დევს პატარა ხის ჯოხი, იქვე არის ორი ჯოხი. ერთი დიდი, მეორე პატარა. დიდი და პატარა ჯოხი არის სწორი. ერთი მეტრი უნდა იყოს პატარა, ასე 10-15 სმ. პატარა ჯოხს მოთამაშე დაიჭერს მარცხენა ხელში, დიდ ჯოხს მარჯვენაში, შემოკრავს ზევით პატარა ჯოხს და გადააგდებს სადამდეც წავა, მეორე მოთამაშე კი წავა ძახილით სანამ გადაგდებულ ჯოხს არ მოიტანს ადგილზე, თუ მიტანა წრემდე პირველი მოთამაშე დადებს პატარა ჯოხს, პატარა ხის ნაჭერზე, რომელიც წრეში დევს და ნაპირზე დაკრავს დიდ ჯოხს, რომელსაც შეძახიან “კეჭავნას“. ეს პატარა ჯოხი რამდენზეც გადაიტყორცნება გადათვლიან მანძილს და დაეწერება მოწინააღმდეგეს. მერე შედის სხვა მოთამაშე. თამაშში არის რამდენიმე პირი, თუ დიდი ჯოხი აცდა პატარას, თამაშში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. მერე კვლავ ასე მეორდება.

არსებობდა თამაში სახელად კინკილაობა, რომელიც იწყება ასე: ქვას ჩააგდებენ პირველ პირველში, ფეხს კრავს ცალი ფეხით და მიდის ასე, როცა ავა მე-5 რიგში გადაუხვევს მე-6 რიგში და მოდის ფეხის კვრით დაბლა, სანამ არ გაბილდება. გაბილება არის თუ ქვა ხაზს შეეხება, სადაც შეეხება ხაზს გაბილებულია და წყვეტს თამაშშს. შემდეგ შემოდის მეორე მონაწილე და იწყება თამაში, ცალი ფეხით. თუ მე-10 - ში ჩამოვიდა გაუნძრევლად კრავს ქვას ფეხს და სადამდეც გავა გარეთ ქვა იქედან იწყებ მე-2 თამაში თამაში ასე იწყება: დაიწყებ პირველიდან ქვის კვრას ისე რომ ხაზს არ უნდა შეეხოს ამას ქვია “გაჭიმვა“ თუ ხაზზე შეეხო ქვა, თამაშს წყვეტ, შემდეგ შემოვა სხვა მოთამაშე და იწყება თამაში ხაზს შეუხებლად, სადაც ქვა შეეხება ხაზზე ჩერდება დამარცხებული ხარ და გრძელდება თამაში ვინც ბოლომდე ჩამოვა და მე-10-ე საფეხურს ჩამოითვლის ისე რომ ხაზს არ შეეხება არც ქვით, არც ფეხით, ის ითვლება გამარჯვებულად. ქვის სროლა იწყება სადამდეც ფეხის კვრით ქვა გავა, თამაშში მონაწილეობს რამდენიმე ბავშვი.

იყო თამაში ქვის მალვა, რომლის მიხედვით 6-7 გოგონა დგანან ერთმანეთის უკან მუხლებზე. ერთი გოგონა იღებს პატარა ზომის ქვას, გოგონები თვალებს ხუჭავენ, ეს გოგონა ქვა ს ჩუმად ჩაუდებს გულის პირში ერთ-ერთ გოგონას ისე რომ სხვამ არ იცოდეს, შემდეგ გოგონები თვალეს ახელენ და იწყება თამაში ასე: პირველმა გოგონამ ქვა ერთი ნახვით უნდა იპოვოს, თუ იპოვა ის გოგონა თავისუფლდება მუხლებზე ჯდომისაგან და ფეხზე დგება, თამაში მეორდება თუ მოთამაშემ ქვა ერთი ნახვით ვერ იპოვა ის ჯდება გოგონების წინ. ასე კიდევ მეორდება თამაში, იმალება ქვა ერთი გოგონას მიერ, თუ ერთი შეხებით იპოვა ქვა, ის გოგონა თავისუფლდება, თუ ვერ იპოვა ჯდება სხვა გოგონების წინ და გრძელდება თამაში. ქვას მალავს ერთიდაიგივე გოგონა.

ეს თამაშები ერთ-ერთი უხუცესი რაჭველისგან იქნა ჩაწერილი და საეჭვოა მათ შესახებ აქამდე სადმე დაწერილიყოს. არადა, ეს თამაშები სხვა ყველაფერთან ერთად ჩვენი ისტორიის ნაწილიცაა.

0.152189