სხვა

12:50 | 25.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის დასანანი მარცხი - ქართველმა დადებითი ბალანსის განაღდების შანსი დაკარგა (+VIDEO)

აკი ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს ქართველმა სუმოისტმა დადებითი ბალანსის დაფიქსირების შანსი დაკარგა. ლევან გორგაძე მე-6 მაეგაშირა კაგაიაკის დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

ორთაბრძოლის დაწყებისთანავე ტოჩიმ უპირატესობა მოიპოვა და მეტოქის დოჰიოდან გადაგდებაც მოახერხა. თავდაპირველად გამარჯვებაც სწორედ ქართველს ჩაუთვალეს, თუმცა, მსაჯთა კომისიამ გადაწყეტილება შეცვალა, რადგან ლევანს ქუსლი ტავარას მიღმა ჰქონდა. ეს წყვილის მე-6 დაპირისპირება იყო და ტოჩინოშინმა იაპონელთან პირველად წააგო.

შემოდგომის სუპერტურნირზე ლევანს 5 მოგების საპირისპიროდ 8 მარცხი აქვს, უარყოფითი ბალანსი დაუფიქსირდა და რეიტინგშიც დაქვეითება ელის.

გორგაძის მომავალი მეტოქე კი მე-2 მაეგაშირა ტამავაში იქნება, რომელთანაც ქართველ სუმოისტს 31 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქიდან 20 თავის სასარგებლოდ დაასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე ბაშოზე მონღოლსაც 5-8-ზე ბალანსით მაკე კოში დაუფიქსირდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110464