ფეხბურთი

20:14 | 24.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" შესაძლოა ალეგრიმ ჩაიბაროს

იტალიური „რომა“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრის იწვევს. იტალიური მედიის ცნობით, „ჯალოროსის“ ახალი ხელმძღვანელობა პაულუ ფონსეკას მუშაობით უკმაყოფილია.

„რომა“ უახლოეს მატჩს „იუვენტუსთან“ თუ წააგებს, მოსალოდნელია, რომ ფონსეკას გაათავისუფლებენ და ალეგრიც შეცვლიან, რომელიც თანახმაა დედაქალაქური გუნდის წინადადება მიიღოს, რადგან სამწვრთნელო კარიერის განახლება სურს.

„იუვენტუსის“ ყოფილი მწვრთნელი უკვე წელიწადზე მეტია დაუსაქმებელია და ცხადია, რომ სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნება უნდა.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი ბოლოს ტურინის „იუვენტუსს“ თავკაცობდა, ხოლო მანამდე „მილანში“, „კალიარისა“ და „სასუოლოში“ იმუშავა.

0.110932