სხვა

13:34 | 23.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა უარყოფითი ბალანსი მინიმუმამდე დაიყვანა (+VIDEO)

აკი ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს მოიგო ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი კომოსუბი ენდოს დაუპირისპირდა და მეტოქე ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.

ტოჩინოშინმა შერკინებისთანავე უპირატესობა მოიპოვა და იაპონელი სპორტსმენი დოჰიოზე დააგდო. ამ გამარჯვებით კი უარყოფითი ბალანსი მინიმალურამდე დაიყვანა.

ეს წყვილის მე-13 დაპირისპირება იყო და ტოჩიმ მე-7 გამარჯვება მოიპოვა.

შემოდგომის სუპერტურნირზე ლევანს 5 მოგების საპირისპიროდ 6 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 3-ის მოგება მართებს.

ტოჩინოშინი მომდევნო მეტოქე კომოსუბი ოკინოუმი იქნება, რომელსაც აქამდე 14-ჯერ დაუპირისპირდა და 8 შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა.

0.392093