ფეხბურთი

12:40 | 23.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას უზბეკური მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ქართველი სპეციალისტი გუშინ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა, რის შემდგომაც კოვიდ 19-ზე ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

არველაძე თვითიზოლაციაში იმყოფება სადაც 14 დღე დარჩება. უზბეკურ მედიაში ასევე დაიწერა, რომ შოთას ასთმა აქვს, ამან კი შესაძლოა მისი მდგომარეობა გაართულოს.

აღსანიშნავია, რომ დღეს "ფახთაქორი" აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ირანულ „შაჰრი ხუდრუსთან“ გამართავს, გუნდს კი მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ვერ უხელმძღვანელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111485