ფეხბურთი

16:10 | 21.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ალვარო მორატას დაბრუნებაზე მუშაობს

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ალვარო მორატა შესაძლოა „იუვენტუსში“ დაბრუნდეს. როგორც გამოცემა As-ი წერს, ფორვარდის ძიებაში მყოფი იტალიელები მადრიდელებს წინადადებით მიმართავენ.

„იუვენტუსი“ მზადაა მორატას სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაიხადოს - 10 მილიონი ერთწლიანი იჯარისთვის და მოგვიანებით 45 მილიონი გამოსასყიდად. საინტერესოა, რომ „ატლეტიკო“ ლუის სუარესს პრაქტიკულად მოურიგდა, რაც მორატას კლუბიდან წასვლის ალბათობას ძალიან ზრდის.

ალვარო მორატას „იუვენტუსში“ კარგად იცნობენ. 2014-2016 წლებში მან შავ-თეთრების რიგებში 93 თამაშში 27 გოლი გაიტანა. „ატლეტიკოს“ კი 2019 წლის იანვარში შეუერთდა და სეზონ-ნახევარში ჩატარებულ 61 თამაშში თავი 22 გოლით გამოიჩინა.

0.115159