სხვა

12:58 | 19.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა დაიეიშო მძიმე ბრძოლაში დაამარცხა (+VIDEO)

აკი ბაშოს მე-7 საშეჯიბრო დღეს მნიშვნელოვანი გამარკვება მოიპოვა ლევან გორგაძემ და უარყოფითი ბალანსი მინიმალურამდე დაიყვანა. ტოჩინოშინი სეკივაკე დაიეიშოს დაუპირისპირდა და მისი დამარცხება იორიკირის ილეთით შეძლო.

ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და და სცენარი არაერთხელ შეიცვალა. თუმცა ჩვენებურმა მეტოქეს არაფერი დაუთმო და იაპონელი დოჰიოს მიღმა გადაიყვანა.

ეს წყვილის მე-11 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ტოჩიმ 7 მოიგო, ოთხ შეხვედრაში კი დამარცხდა. თავად დაიეიშოს კი მიმდინარე ბაშოზე 2 მოგების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს.

გორგაძის მომავალი მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო იქნება, რომელიც შემოდგომის სუპერტურნირზე 6:1-ზე ბალანსით ერთ-ერთი ლიდერია. ჩვენებურს კი აქამდე 10-ჯერ შეხვდა და ქართველთან ურთიერთშეხვედრებში 8 მოგების წილ მხოლოდ 2 მარცხი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117461