ფეხბურთი

17:51 | 18.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: იგუაინი MLS-ში ითამაშებს

ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი ამერიკის MLS-ის ბინადარ „ინტერ მაიმიში“ გადავიდა. სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და 9-ნომრიანი მაისური მოირგო.

„ინტერ მაიამის“ მფლობელი დევიდ ბექჰემია და ამერიკულმა გუნდმა ცოტა ხნის წინ „იუვენტუსიდან“ ბლეზ მატუიდიც დაიმატა.

შეგახსენებთ, რომ იგუაინმა „იუვენტუსში“ 149 მატჩი ჩაატარა და 66 გოლი გაიტანა.

0.113084