სხვა

12:18 | 15.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე პირველი ბრძოლა მოიგო (+VIDEO)

აკი ბაშოს მე-3 საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა ლევან გორგაძისთვის. ქართველი სუმოისტი მე-4 მაეგაშირა იუტაკაიამას დაუპირისპირდა და მისი დამარცხება ოშიდაშის ილეთით მოახერხა.

ორთაბრძოლის დაწყებითანავე ტოჩინოშინმა მეტოქეზე უპირატესობა მოიპოვა და მიუხედავად იმისა, რომ სცენარი არაერთხელ შეიცვალა, საბოლოოდ მაინც იმაჯვა.

ეს წყვილის მე-4 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ქართველმა გოლიათმა ყველა მოიგო.

ამრიგად, ტოჩის 1 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი აქვს და იმისთვის, რომ შემოდგომის სუპერტურნირი დადებითი ბალანსით დაასრულოს, დარჩენილი 12 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 7 უნდა მოიგოს.

გორგაძის მომდევნო მეტოქე კი მე-5 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც ლევანი აქამდე 19-ჯერ შეხვდა და 12-ჯერ მეტოქის დამარცხება მოახერხა, 7-ჯერ კი თავად წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115789